დუბაიში ქართველი ქალი მოკლეს

არაბეთის გაერთიანებული საემიროების ქალაქ დუბაის ერთ-ერთი ავტობუსის გაჩერების სიახლოვეს ქალის ცხედარი აღმოაჩინეს.
სააგენტო Gulf News-ის ცნობით, დაღუპული 25 წლის საქართველოს მოქალაქეა. დაღუპულის ვინაობა არ სახელდება. საემიროების პოლიციამ გამოძიება დაიწყო. ამჟამად პოლიცია დაღუპულ გოგონაზე მიყენებულ ჭრილობებს სწავლობს, რათა მისი გარდაცვალების მიზეზი დაადგინოს.
გამოძიების ინფორმაციით, დაღუპული სასტიკად არის ნაცემი, შემდეგ ის გააუპატიურეს და მოკლეს. გაერთიანებული საემიროების გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ქალის დაღუპვის შესახებ პოლიციას მასთან ერთად მყოფმა ქალმა აცნობა, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა.
როდესაც პოლიცია მას ჰკითხავდა, ის არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. პოლიცია ასევე სწავლობს უსაფრთხოების კამერების ჩანაწერებს, რათა მკვლელობის ყველა დეტალი დაადგინოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები