პუტინი – რუსეთთან სამხრეთ ოსეთის მიერთების საკითხი არ განიხილება
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის ფედერაციასთან ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიერთების საკითხი არ განიხილება. ამის შესახებ პუტინმა ჟურნალისტებს „პირდაპირი ხაზის“ შემდეგ განუცხადა.
„ან კონტექსტში სამხრეთ ოსეთის და რუსეთის ურთიერთობები არ განიხილება“ – განაცხადა პუტინმა.
შეგახსენებთ, 4 აპრილს ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, რომ ის კონსტიტუციის ცვლილების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას აპირებს. ამ ცვლილებების შემდეგ, თიბილოვის აზრით, ის მოსკოვს ერთიანი სამეკავშირეო ორგანოს შექმნის წინადადებით მიმართავს, რომელსაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების უფლებამოსილება გადაეცემა.