ილჰამ ალიევი ტურისტების რაოდენობით უკმაყოფილოა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ქვეყანაში ჩასული ტურისტების რაოდენობით უკმაყოფილოა. მისი თქმით, ამჟამად ქვეყნის ხელისუფლება დამატებით ღონისძიებებს ახორციელებს, რათა უცხოელ ტურისტებს აზერბაიჯანში ჩასვლა გაუმარტივდეთ. ამის შესახებ ალიევმა ამერიკის სავაჭრო პალატის დელეგაციასთან შეხვედრაზე განაცხადა. ალიევის თქმით, აზერბაიჯანის გეოგრაფიული მდებარეობის, ხალხის სტუმართმოყვარეობის, უსაფრთხო გარემოს და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით აზერბაიჯანს მეტი ტურისტის მოზიდვა შეუძლია. ალიევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანში ტურიზმის ინდუსტრია უნდა შეიქმნას, რომელიც დღეს არ არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები