ერევანში რუსეთის საელჩოს კვერცხები დაუშინეს (ვიდეო)

სომხეთში რუსეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმა შენობას კვერცხები დაუშინეს.
შეკრებილები აზერბაიჯანისთვის რუსეთის მიერ იარაღის მიყიდვას აპროტესტებდნენ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მოსკოვი აზერბაიჯანისთვისაც და სომხეთისთვისაც იარაღის მიწოდებას გააგრძელებს.
საპროტესტრო აქციის მონაწილეებმა სომხეთის ხელისუფლებას ევრზიული კავშირიდან გასვლისკენ მოუწოდეს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევრაზიის ეკონომიკური თანაშრომლობის კავშირის სხდომა ერევნიდან მოსკოვში გადაიტანეს.
მოგვიანებით პოლიციამ საელჩოს პერიმეტრი მომტინგეებისგან გაათავისუფლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები