კახა კალაძე: მე ვფიქრობ, NDI-ს მიერ ჩატარებულ კვლევებს სერიოზულად არ უნდა შევხედოთ
ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე NDI-ს კვლევებს აფასებს. როგორც ვიცე პრემიერმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ განუცხადა,
NDI-ს მიერ ჩატარებულ კვლევებს სერიოზულად არ უნდა შევხედოთ.
„მე ვფიქრობ, სერიოზულობით ვუპასუხოთ NDI-ს მიერ ჩატარებულ კვლევებს, არ იქნება სწორი. ჩვენ გვახსოვს NDI-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები 2012 წლიდან მოყოლებული და შემდეგ თუ რა რეალურ შედეგს ვიღებდით არჩევნებზე, ამიტომ, მე ვფიქრობ, NDI-ს მიერ ჩატარებულ კვლევებს სერიოზულად არ უნდა შევხედოთ“, – განაცხადა კალაძემ.