კახა კალაძე: 3 თვე ყველა პოლიტიკურ პარტიას ეყოფა, სრულყოფილად ჩაატაროს საარჩევნო კამპანია

„3 თვე ყველა პოლიტიკურ პარტიას ეყოფა, სრულყოფილად ჩაატაროს საარჩევნო კამპანია“,-ამის შესახებ განცხადება მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ გააკეთა.
მისი თქმით, არჩევნების თარიღი ბოლო დროს გარკვეულ პრობლემას წარმოადგენდა.
„ზოგადად, გარკვეულ პრობლემას წარმოადგენდა ბოლო დროს არჩევნების თარიღი.
მივესალმები იმას, რომ წინასწარ თარიღი გამოცხადდა. ვფიქრობ, 3 თვე ყველა პოლიტიკურ პარტიას თუ პოლიტიკურ სუბიექტს ეყოფა, სრულყოფილად ჩაატაროს საარჩევნო კამპანია“, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის ადმინისტრაცია არჩევნების თარიღთან დაკავშირებით განკარგულებას მოტივირებული შენიშვნებით დღეს გადაუგზავნის.
„გვინდა ვთხოვოთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან დოკუმენტი წარმოდგენილი იყოს ისეთ დროს, რომლის გამოქვეყნებაც დაემთხვევა 8 ივლისს და 3 თვე იყოს აღებული წინასაარჩევნო ვადად. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ყოველგვარ გაუგებრობას და სხვადასხვა ინტერპრეტაციას თავიდან ავიცილებთ,“ – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები