ფონიჭალაში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანია მოკლული

ქვემო ფონიჭალაში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. მოკლულია ორი ადამიანი, ერთი კი მძიმედ დაჭრილი. დაზარალებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
თვითმხილველთა განცხადებით, სამ ახალგაზრდას, რომლებიც ავტოსადგომთან იდგნენ, სავარაუდოდ, ოპელის მარკის ავტომობილიდან ცეცხლი გაუხსნეს.
ფონიჭალაში, შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც “კვირას” უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები