სასამართლომ ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებული პირები პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რომან ხორავამ ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებული პირები პატიმრობაში დატოვა.
მოსამართლემ არ გაითვალისწინა ბრალდებულების ადვოკატების შუამდგომლობა. ზურაბ ჯამალაშვილი, ირაკლი ფხალაძე და გელა ღურწკაია კვლავ წინასწარ პატიმრობაში რჩებიან.
საქალაქო სასამართლოში სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
პროცესის დახურვის მიზეზი  პროკურატურის შუამდგომლობაგახდა.
კერძოდ, პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ დღევანდელ პროცესზე ითხოვა, დახურულიყო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხთან დაკავშირებული სხდომა, მოტივად კი პროკურორმა პერსონალური მონაცემების გავრცელება დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები