სომხეთის მოქალაქეს არადეკლარირებული სიგარეტი აღმოუჩინეს

 მებაჟეებმა სომხეთის მოქალაქეს ავტომობილში არადეკლარირებული სიგარეტი აღმოუჩინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დიდი რაოდენობით არადეკლარირებული სიგარეტების შემოტანის ფაქტი 11 აპრილს, საბაჟო – გამშვებ პუნქტზე „ნინოწმინდა“ გამოვლინდა. ავტომობილში, რომელსაც სომხეთის მოქალაქე გ.კ. მართავდა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა 25 600 ღერი სიგარეტი აღმოაჩინეს. საქონელი სპეციალურად მოწყობილ სამალავში იპოვეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები