ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებული გელა ღურწკაია ბრალს აღიარებს

ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული გელა ღურწკაიას ადვოკატის ინფორმაციით, ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებული გელა ღურწკაია პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებას და წარდგენილ ბრალს აღიარებს.
როგორც ღურცკაიას ადვოკატი აცხადებს, გელა ღურწკაიამ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს ნიკოლოზ ხაჭაპურიძეს გამოართვა და გადაწყვიტა მიეტანა ჟურნალისტ ელისო კილაძისთვის, სანაცვლოდ კი ის მიიღებდა 1 000 ლარს. თუმცა აღნიშნული გარიგება არ მოხდა, რადგანაც ადვოკატის თქმით, ელისო კილაძემ არ ისურვა აღნიშნული მასალის მიღება.
რაც შეეხება საქმეზე კიდევ ერთ ბრალდებულ ზურაბ ჯამალაშვილს, მისი ადვოკატი გიორგი ფოფხაძე დღეს სასამართლო პროცესზე აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის შეცვლას გირაოთი მოითხოვს. ფოფხაძის განცხადებით, პროკურატურას მისი კლიენტის ბრალეულობის დასამტკიცებლად არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია.
ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე გელა ღურწკაიასთან ერთად კიდევ რამდენიმე პირია დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები