“საქართველო უახლოვდება იმ ევროპულ სტანდარტს, რომელიც ევროპული პოლიტიკური ოჯახის ნაწილს გაგვხდის”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ, გედევან ფოფხაძის განცხადებით, სასამართლო რეფორმის, ასევე, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, საქართველოში მდგომარეობა გაუმჯობესდა.
„ცვლილებები, რომელიც მოხდა, მათ შორის, მესამე ტალღა სასამართლო რეფორმის, ასევე, ადამიანის უფლებების ყველა მიმართულებით მდგომარეობის გაუმჯობესება, უნდა გვაძლევდეს ყველას იმის განცდას, რომ ქვეყანა ადამიანის უფლებების თვალსაზრისით ვითარდება და უახლოვდება იმ ევროპულ სტანდარტს, რომელიც ჩვენთვის ყველასთვის მისაღებია”, – განაცხადა ფოფხაძემ.

დემოკრატიული პროგრესის მიხედვით საქართველო 29 ქვეყანას შორის 17-ე ადგილზეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები