Freedom House – საქართველოში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დონე გაიზარდა

საქართველოში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით 5.00 პუნქტიდან 4.75 პუნქტამდე გაუმჯობესდა, – ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის დასკვნაშია აღნიშნული.
საქართველოს სხვადასხვა სფეროში არსებული მდგომარეობა Freedom House-მა სპეციალური გრაფიკით შეაფასა. სასამართლოს დამოუკიდებლობის მხრივ საქართველოში მდგომარეობა 2011 წლის შემდეგ გაუარესდა, ხოლო წელს – გაუმჯობესდა. რაც შეეხება სხვა სფეროებს, აქ გასულ წელთან შედარებით მდგომარეობა არც გაუმჯობესებულა და არც გაუარესებულა.
2015 და 2016 წლებში ეროვნული, დემოკრატიული მმართველობა 5,5 პუნქტით, საარჩევნო პროცესი 4,5 პუნქტით, სამოქალაქო საზოგადოება 3,75-ით, დამოუკიდებელი მედია 4.0-ით, ადგილობრივი დემოკრატიული მმართველობა 5,25-ით, კორუფცია – 4,5 პუნქტით იყო შეფასებული.
12966822_10205798426511489_1286264259_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები