შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულების მინისტრების მოადგილეები გაეროს სპეციალურ მომხსენებელს შეხვდნენ – ვიდეო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე თამარ ხულორდავა გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ბავშვებით ვაჭრობისა და ბავშვთა პორნოგრაფია-პროსტიტუციის საკითხებში მო დე ბოერ-ბუკიკიოს შეხვდნენ.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებების, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემების და ბავშვთა არალეგალური მიგრაციის რისკების შესახებ, ასევე, სასჯელაღსრულების სისტემაში არასრულწლოვანთა განთავსებასა და მათ რეაბილიტაციაზე ისაუბრეს.
მინისტრის მოადგილეებმა სპეციალურ მომხსენებელს სამინისტროების სამომავლო გეგმები და პროექტებიც გააცნეს.
გაეროს დელეგაცია საქართველოში 11 აპრილს ჩამოვიდა. დელეგაციის წევრები აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ხვდებიან. დელეგაცია შემაჯამებელ პრესკონფერენციასაც გამართავს და საქართველოს 18 აპრილს დატოვებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები