Freedom House: საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები თავისუფლად საქმიანობენ
საქართველოში არასამთავრობო სექტორი საკმაოდ კარგად არის განვითარებული და ეს ორგანიზაციები ძალიან აქტიურად მოღვაწეობენ, – ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House -ის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაშია აღნიშნული.
„არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკური კვლევების ჩატარებაში, ასეევ მედიაში სხვადასხვა პოლიტიკური მოვლენის შეფასებაში აქტიურად მონაწილეობენ. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები მნიშვნელოვანწილად ასახავენ ქვეყანაში არსებულ სხვადასხვა პოლიტიკურ შეხედულებებს. ისინი აქტიურად თანაშრომლობენ მთავრობასთან და პარლამენტთან“, – წერს Freedom House-ი დასკვნაში.
ორგანიზაციის დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ყოველგვარი შევიწროვების გარეშე საქმიანობენ. დასკვნის თანახმად, ორგანიზაციები სრული ავტონომიურობით მოღვაწეობენ, ხოლო კანონი მათი უფლებების დაცვის საკმაოდ კარგ მექანიზმებს ითვალისწინებს.
Freedom House ასევე წერს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაცია საქართველოში საკმაოდ მარტივია და ამის გაკეთება მოკლე პერიოდშია შესაძლებელი.