თეიმურაზ მურღულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ევროპული კომისიისა და საპროექტო ჯგუფის ექსპერტებს შეხვდა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ევროპული კომისიისა და საპროექტო ჯგუფის ექსპერტებს გარემოსდაცვითი განათლებისა და ინფორმაციის ცენტრში შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა რისკების შეფასების და ადრეული გაფრთხილებისთვის თემატური საექსპერტო დასკვნის ანგარიში განიხილეს. საექსპერტო დასკვნა წარმოადგენს სახელმძღვანელო მექანიზმს სახელმწიფოს ბუნებრივი კატასტროფების რისკის მენეჯმენტის კონტროლისთვის. ევროკავშირის საექსპერტო დასკვნების პროგრამა მიზნად ისახავს, წარმატებული პრაქტიკის გაცვლის ხელშეწყობას ქვეყნებს შორის და დამატებითი ეფექტური პრაქტიკის დანერგვას.
აღნიშნული ანგარიში მიმართულია ჰიდრომეტეოროლოგიურ და გეოლოგიურ საშიშროებებზე საქართველოში. საექსპერტო დასკვნები ხელს შეუწყობენ პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას საქართველოსა და ევროკავშირს შორის აღმოსავლური პარტნიორობის ფარგლებში.