თომას მელია: ჩვენ განვიხილავთ და ხელს ვუწყობთ საქართველოს პოლიტიკის გაუმჯობესებას

ჩვენ განვიხილავთ და ხელს ვუწყობთ საქართველოს პოლიტიკის გაუმჯობესებას, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის თანაშემწემ თომას მელიამ განაცხადა.
მისი თქმით, ურთიერთობის მთავარი ასპექტი არის ცხოვრების ხარისხის ზრდა ჩვეულებრივი ადამიანებისთვის.
„დღეს აქ ვიმყოფები სახელმწიფო დეპარტამენტის და სხვა უწყებების დელეგაციის წევრებთან ერთად. ჩვენი თანამშრომლობა რიგ ასპექტს მოიცავს და მიმართულია იქით, რომ ჩვეულებრივი ადამიანებისთვის იყოს ხელმისაწვდომი პროგრესი და ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებაზე აისახოს მიღწევები. შეიძლება ეს ეხებოდეს განათლების სფეროს, სოფლის მეურნეობის ახალი ტექნოლოგიების და მეთოდების დანერგვას და საქართველოში წარმოებული პროდუქციისთვის შესაძლებლობების ზრდას. ჩვენ განვიხილავთ და ხელს ვუწყობთ საქართველოს პოლიტიკის გაუმჯობესებას. ჩვენი ურთიერთობის მთავარი ასპექტი გახლავთ ცხოვრების ხარისხის ზრდა ჩვეულებრივი ადამიანებისთვის“, – განაცხადა თომას მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები