Freedom House: “ნაციონალურ მოძრაობას“ მიხეილ სააკაშვილი აკონტროლებს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად ოდესის გუბერნატორია, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში კვლავ აქტიურად მონაწილეობს. ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის დასკვნაში წერია. ორგანიზაციის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ოდესის გუბერნატორად დანიშვნის შემდეგ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, საქართველოს მოქალაქეობა კი დაკარგა. მიუხედავად ამისა, ის საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში კვლავ მონაწილეობს.
Freedom House-ის დასკვნაში წერია, რომ საქართველოში პლურალისტული პოლიტიკური გარემოა და შემოდგომის საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წელს ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.