Freedom House: მმართველ კოალიციაში მიმდინარე პროცესები პოლიტიკურ პლურალიზმზე მიუთითებს

კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ 2015 წლის გადაადგილებები საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში პლურალიზმზე მიუთითებს. ასეთი დასკვნა გამოაქვეყნა საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა.
„2014 წლის ბოლოს მმართველი კოალიციიდან “თავისუფალი დემოკრატების“ გასვლამ საპარლამენტო ოპოზიციას ხმები დაუმატა, ასევე მასში შემავალი „რესპუბლიკური პარტიის“ პოზიციები გააძლიერა. კერძოდ, „რესპუბლიკელების“ წევრი დავით უსუფაშვილი 2012 წლიდან პარლამენტის სპიკერია, ხოლო მისი მეუღლე თინათინ ხიდაშელი 2015 წლის მაისში თავდაცვის მინისტრად დაინიშნა.
რაც შეეხება თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ალასანიას, რომელიც, ამასთანავე, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერია, თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან მის გადაყენებას პოლიტიკური მოტივებით ხსნის. ასევე ალასანია „პოლიტიკურს“ უწოდებს კორუფციულ გარიგებებში ბრალდებული თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსნის დაკავებას. ალასანია მთავრობას თავდაცვის სამინისტროსა და საფრანგეთს შორის სამხედრო სფეროში მნიშვნელოვანი კონტრაქტის ჩაშლაში ადანაშაულებს. „ქართული ოცნება“ კი აღნიშნულ ბრალდებებებს უარყოფს. ამასთან, თავდაცვის ახალმა მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა საფრანგეთთან ორი სამხედრო კონტრაქტი გააფორმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები