გარემოს ეროვნულმა სააგენტომ თბილისის ყველაზე დაბინძურებული ადგილები დაასახელა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ ბაგრატიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენცია გამართა. მან საქართველოს მასშტაბით ჰაერის, წყლის და ნიადაგის დაბინძურებისა და რადიაციული გამოსხივების შესახებ ისაუბრა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
მისი განცხადებით, თბილისის მასშტაბით ჰაერის ყველაზე მაღალი დაბინძურება (საუბარია აზოტის დიოქსიდის დაბინძურებაზე, რომელიც პირდაპირ უკავშირდება გამონაბოლქვს) ისნის მეტროსთან, რუსთაველის გამზირზე, პირველ სკოლასთან, პარლამენტის შენობასთან, ფილარმონიასთან, მელიქიშვილის საკონცერტო დარბაზთან და „მზიურის“ შესასვლელთან გამოვლინდა.
როგორც მან განმარტა, დაბინძურების ხარისხი საშუალოზე მაღალი იყო. კერძოდ, გარემოს ეროვნული სააგენტო ოთხ ხარისხს გამოყოფს – დაბალს, საშუალოს, მაღალს და ძალიან მაღალს, თითოეული ეს მაჩვენებელი თავის თავში კიდევ სამ მაჩვენებელს შეიცავს, კერძოდ: დაბალს, საშუალოს და მაღალს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ თბილისში ყველაზე დაბალი დაბინძურება, ვაჟა – ფშაველაზე, ღრმაღელეზე, ბერძენის ქუჩაზე და აღმაშენებლის ქუჩაზე დაფიქსირდა. მისივე განმარტებით, დაბინძურების ხარისხის განსაზღვრა პირდაპირ უკავშირდება სატრანსპორტო ნაკადს და ავტომობილების გამონაბოლქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები