მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს ულტიმატუმს უყენებს (ვიდეო)
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ულტიმატუმს უყენებს და აცხადებს, რომ თუ ქვეყანაში სიტუაცია არ გამოსწორდება, ოპოზიციაში გადავა და ე.წ. რეფორმების ჯგუფს სათავეში ჩაუდგება.
ამის შესახებ სააკაშვილმა ოდესაში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამასთან, სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან არსენი იაცენიუკის გადადგომა პრობლემის მოგვარება არ არის.
„იაცენიუკის წასვლით პრობლემა არ გვარდება, თუმცა პრობლემა მარტო იაცენიუკში არ არის“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.