თბილისში სამგორის რაიონის გამგებლის ყოფილი მოადგილე დაჭრეს
თბილისში, ბაგებში სამგორის რაიონის გამგებლის ყოფილი მოადგილე პაატა ელიზბარაშვილი დაჭრეს. ის საავამყოფოშია გადაყვანილი და ექიმების განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევა 9 აპრილს მოხდა. როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, სამართალდამცელებმა ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს და ორი პირი დააკავეს. მათივე ინფორმაციით, გამოძება 118 მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ, მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.