NDI – გამოკითხულთა 84% მიიჩნევს, რომ ევროპაში უვიზო მიმოსვლა მათ სარგებელს მოუტანს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის 84% მიიჩნევს, რომ ევროპაში უვიზო მიმოსვლა მათ სარგებელს მოუტანს.
კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მათ მიერ გამოკითხულთა 61% ევროკავშირს უჭერს მხარს, ნატოს კი – 68% ემხრობა.
კვლევის საველე სამუშაოები 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები