ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტებმა თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოაწერეს

ოკუპირებული აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას თანამშრომლობის შესახებ. ამის თაობაზე სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. შეთანხმებას ხელი მოაწერეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა და მისმა აფხაზმა კოლეგამ ვალერი ბგანგამ. ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში სოხუმში ჩატარდება საპარლამენტაშორისო ასამბლეა, რომელშიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის, ასევე არაღიარებული მთიანი ყარაბაღის და დნესტრისპირეთის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები