ოზურგეთში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

გურიაში, ოზურგეთში, ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
38 წლის ლევან მახარაძეს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან, ფეხის არეში აქვს მიყენებული.
ის ოზურგეთის ცენტრალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
მედიკოსების თქმით, მის სოცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
რევაზ მახარაძე ქალაქ ოზურგეთში ცხოვრობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები