სამეგრელოში მამაკაცი დაჭრეს – შსს-მ ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული გიგა შ. წალენჯიხაში დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 აპრილს ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით ფეხის არეში დაჭრა თანასოფლელი – 1987 წელს დაბადებული ზაზა ხ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა გიგა შ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები