პროკურორი: მოწმეები არიან კუდ-ის როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი თანამშრომლები

ე.წ. ფარული მოსმენების საქმეზე დაკავებული კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმის პროკურორი ლაშა კოტრიკაძე აცხადებს, რომ საქმის მასალებში ფიგურირებენ მოწმეები, რომლებიც არიან კუდ-ის როგორც ყოფილი, ასევე მოქმედი თანამშრომლები.
როგორც კოტრიკაძემ სასამართლოს პროცესის დაწყებამდე აღნიშნა, მას არ შეუძლია მოწმეთა ვინაობები დაასახელოს. თუმცა, მისივე თქმით, საქმეში არსებობს პირდაპირი ჩვენებები და ნივთმტკიცებები, რაც ქმნის საფუძველს კუდ-ს მაღალჩინოსნების აღკვეთის ღონისძიების გამოსაყენებლად.
“მოწმეების იდენტიფიცირება ჩემს მიერ ვერ მოხდება, არის მოწმეების პირდაპირი ჩვენებები და არის ნივთმტკიცებები, რაც ერთობლივად ქმნის დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რაც საჭიროა როგორც ბრალის წარსადგენად, ასევე აღკვეთის ღონისძიების გამოსაყენებლად. ვადასტურებ, რომ არიან როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი თანამშრომლები,” – განაცხადა ლაშა კოტრიკაძემ.
ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე პროკურატურამ კუდ-ის 6 ყოფილი მაღალჩინოსანი გუშინ დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები