საქალაქო სასამართლო კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლო ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობს.
საქართველოს პროკურატურამ ის პირები გამოავლინა, რომელთა მიერ მიმდინარე წლის 11 და 14 მარტს ინტერნეტსივრცეში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების უკანონოდ მოპოვება და შენახვა განხორციელდა.
საგამოძიებო უწყებამ დანაშაულში მონაწილე 5 პირი დააკავა, ერთი პირის დაკავება კი ვერ მოხერხდა, ვინაიდან გამოძიებას მიემალა, ხოლო ერთ პირს კი ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა.
კერძოდ, პროკურატურის მიერ დაკავებულნი არიან შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი; ამავე დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რევაზ შიუკაშვილი; ამავე დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან ზაალიშვილი; შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი ყიფშიძე; შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების ყოფილი უფროსი ზურაბ პავლიაშვილი;
შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსის ყოფილი მოადგილე გიგლა შიოშვილი კი მიემალა გამოძიებას, თუმცა მოგვიანებით ის სამართალდამცველებს საკუთარი ნებით ჩაბარდა. ხოლო კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის მე-6 სამმართველოს ყოფილ უფროსს გივი კაციტაძეს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება, ვინაიდან მას დატოვებული აქვს საქართველოს საზღვრები და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები