თურქეთი და ისრაელი ურთიერთობების ნორმალიზებაზე მუშაობენ

თურქეთი და ისრაელი ორმხრივი ურთიერთობების მოგვარებაზე მუშაობენ. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ქვეყნებს შორის დაძაბულობა ხუთი წლის წინ დაიწყო, როდესაც ისრაელელმა სამხედროებმა ღაზას სექტორში მიმავალი რამდენიმე თურქული გემი ძალის გამოყენებით გააჩერეს. ინციდენტის დროს 10 თურქი პროპალესტინური აქტივისტი დაიღუპა.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მინისტრის მოადგილემ ფერიდუნ სინირლიოღლუმ და ისრაელის პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა იოსეფ ჩეხანოვერმა ორმხრივი ურთიერთობების მოგვარების საკითხზე ლონდონში დახურულ კარს მიღმა შეხვედრა გამართეს. მოლაპარაკების დეტალები უცნობია, თუმცა ანკარა იუწყება, რომ შემდეგი შეხვედრის დროს, შესაძლოა, ორმხრივი ხელშეკრულება იყოს გაფორმებული.
რაც შეეხება ისრაელის მხარეს, ის ამ ეტაპზე კომენტარებისგან თავს იკავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები