სოფელ კარბალიდან საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე სოფელ კირბალიდან ადგილობრივი მცხოვრებელი, 44 წლის ეროსი თაყაძე დააკავეს.
დაკავებულის დედის განცხადებით, ეროსი თაყაძე ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდა და პირუტყვს მწყემსავდა, რა დროსაც შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ და გაიტაცეს.
დაკავებულის ოჯახის წევრების განცხადებით, ეროსი თაყაძე ადრეც იმყოფებოდა ცხინვალის მილიციის წინასწარი პატიმრობის იზოლატორში იგივე ბრალდებით, მაშინ 10-დღიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.
ცოტა ხნის წინ დაკავებულის ოჯახში გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი იმყოფებოდა. მისი განცხადებით, ყველა სახელმწიფო უწყება ჩაყენებულია საქმის კურსში მომხდართან დაკავშირებით, მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზიც და მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები, რომ დაკავებული უმოკლეს დროში გაათავისუფლონ.