ტეხასში ავიაბაზაზე მამაკაცმა ერთი ადამიანი მოკლა, რის შემდეგაც თავი მოიკლა

აშშ-ის ტეხასის შტატში ავიაბაზაზე მომხდარი სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ NBC News-ი იუწყება. წინასწარი ინფორმაციით, დაუდგენელმა პირმა ერთი ადამიანი მოკლა, ხოლო შემდეგ თავი მოიკლა. სამართალდამცველები შენობაში, სადაც მკვლელობა მოხდა, ჩხრეკას ატარებს. ბაზის ტერიტორიაზე აშშ-ის საჰაერო ძალების საბრძოლო მომზადების ცენტრი მდებარეობს. ბაზის ხელმძღვანელობამ მის ტერიტორიაზე მყოფ ყველა პირს შენობაში დარჩენა ურჩია. ასევე ბაზაზე მყოფ ყველა ადამიანს კარის ჩაკეტვა და შუქის ჩაქრობა უბრძანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები