ეგვიპტესა და საუდის არაბეთს შორის წითელ ზღვაში ხიდი აშენდება (ვიდეო)

ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდულ ფატაჰ ას-სისიმ და საუდის არაბეთის მეფემ სალმან იბნ აბდულ აზიზ ალ-საუდმა, წითელ ზღვაზე, ორ ქვეყანას შორის ხიდის შენებლობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს. საუდის არაბეთის მეფის თქმით, ხიდის მშენებლობა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას, რომლებიც სტრატეგიული პარტნიორები არიან. ეგვიპტის პრეზიდენტი ხიდისთვის საუდის არაბეთის მეფის სახელის მინიჭების ინიციატივით გამოდის. ხიდის სიგრძე დაახლოებით 32 კილომეტრი იქნება. პროექტის ღირებულება, სავარაუდოდ, 3 – 4 მილიარდ დოლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები