ცხინვალს წყალი გრაფიკით მიეწოდება
ცხინვალის მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება. სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, წყალმომარაგების პრობლემები იმის გამო გაჩნდა, რომ თოვლის დნობის პერიოდში მდინარეები ადიდდა და მღვრიე წყალი მოდის.
„იმის გამო, რომ თოვლის დნობის პერიოდში წყალი მღვრიე ხდება, დროდადრო მაგისტრალური წყალსადენის გათიშვა გახდა აუცილებელი. ამის გამო ქალაქში მიწოდებული წყლის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა“, – განუცხადეს „სპუტნიკს“ ცხინვალის მერიაში.
ამ ინფორმაციის მიხედვით, წყალმომარაგება სრული ოდენობით მას შემდეგ აღდგება, რაც წყალი მღვრიე აღარ იქნება და მისი ხარისხიანი გაფილტვრა შესაძლებელი გახდება.