აშშ ერაყში დევნილების დასახმარებლად 155 მილიონ დოლარს გამოყოფს

აშშ ერაყში დევნილების დასახმარებლად 155 მილიონ დოლარს გამოყოფს. ეს თანხა იმ ერაყელების დახმარებასაც მოხმარდება, რომლებიც იძულებულები იყვნენ სხვა ქვეყნებში წასულიყვნენ „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკების“ მოქმედების გამო.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯონ ქერიმ უკვე მიაწოდა ინფორმაცია ერაყის ხელისუფლებას ფინანსური დახმარების შესახებ ბაღდადში ვიზიტის დროს. ერაყში ვიზიტის დროს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა და ერაყის ხელისუფლებამ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის საკითხები განიხილეს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, 2014 წლის იანვრიდან 3,4 მილიონი ერაყელი დევნილი გახდა. გაეროს მონაცემებით, 33 მილიონიან ერაყში მოსახლეობის მესამედს სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროება. 3 მილიონი ერაყელი „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები