აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაში ადანაშაულებენ

ბაქომ და ერევენმა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ერთმანეთი დაადანაშაულეს. სომხური მხარის ინფორმაციით, აზერბაიჯანმა მსხვილკალიბრიანი იარაღი გამოიყენა. აზერბაიჯანული მხარე კი სომხების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის 120 ფაქტზე იუწყება.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა არმიამ საზღვრის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ცეცხლი 16-ჯერ გახსნა. ამასთანავე თავდაცვის უწყება იუწყება, რომ ცეცხლის ინტენსივობა შემცირდა და ის არარეგულარულ ხასიათს ატარებს. აზერბაიჯანის მხარის ინფორმაციით, სომხური შეიარაღებული ფორმირებების მხრიდან 60 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნები და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევები იყო გამოყენებული. სააგენტო „ტრენდის“ ინფორმაციით, ცეცხლი გაიხსნა როგორც აზერბაიჯანელი სამხედროების, ასევე დასახლებული პუნქტების მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები