შსს საქართველოს სკოლებში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას აგრძელებს (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” წარმომადგენლებმა თბილისის მე-8 საჯარო სკოლაში საგზაო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი გაკვეთილი ჩაატარეს. ღონისძიება შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის “შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის” ფარგლებში გაიმართა.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შსს-ს საპატრულო პოლიციისა და ალიანსის თანამშრომლებმა დარბაზში ქუჩის იმიტაცია მოაწყვეს, საგზაო ნიშნები, შუქნიშანი და ზებრა-გადასასვლელები განათავსეს. მე-5 კლასის მოსწავლეებმა პრაქტიკულ სავარჯიშოებში მიიღეს მონაწილეობა, მოძრაობის წესები შეისწავლეს და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საჭირო ინფორმაცია მიიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ალიანსის წარმომადგენლებმა მოზარდების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ფართომასშტაბიანი სოციალური კამპანია 2015 წელს დაიწყო. კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები