იენს სტოლტენბერგი: ნატოს რუსეთთან კონფრონტაცია არ სურს

დიალოგი საჭიროა, რათა თავიდან ავიცილოთ ახალი “ცივი ომი” – ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ინტერვიუში აცხადებს, რომელსაც ”ამერიკის ხმის” ქართული რედაქცია ავრცელებს.
ინტერვიუს აღნიშნულ ნაწილში ნატოს გენერალური მდივანი რუსეთთან ურთიერთობაზე საუბრობს.
სტოლტენბერგი ამბობს, რომ ნატოს რუსეთთან კონფრონტაცია არ სურს.
”დიალოგი საჭიროა, რათა თავიდან ავიცილოთ ახალი “ცივი ომი”. ნატოს რუსეთთან კონფრონტაცია არ სურს. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ძლიერი თავდაცვა დიალოგთან წინააღმდეგობაში არ მოდის. დიალოგი უნდა გაიმართოს ისეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, როგორიც იყო, მაგალითად, თურქეთში რუსული შვეულმფრენის ჩამოგდება. ისედაც რთული ვითარების კიდევ უფრო გართულების თავიდან ასაცილებლად მეტი გამჭვირვალობის და რისკების შემცირების მექანიზმებია საჭირო”, – აღნიშნავს სტოლტენბერგი.
რაც შეეხება ნატოსთვის უსაფრთხოების კუთხით მთავარ გამოწვევებს, ალიანსის გენერალური მდივანი ერთ-ერთ გამოწვევად ”ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლას ასახელებს.
”ვაშინგტონში ვიზიტის მთავარი მიზანი ივლისში, ნატოს ვარშავის სამიტისთვის მომზადებაა. ვარშავაში ჩვენ, უკრაინაში აგრესიული ქმედებების გამო, რუსეთთან მიმართებით უფრო მტკიცე ნაბიჯების გადადგმაზე ვიმსჯელებთ. ასევე ვიმსჯელებთ იმაზე თუ როგორ უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი ძალისხმევა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში, და იმ ძალადობის დასაძლევად რისი მომსწრენიც გავხდით ერაყში, სირიასა და ზოგადად – ახლო აღმოსავლეთში.
ეს საკითხები რჩება ორ მთავარ გამოწვევად. ეს ორი განსხვავებული პრობლემებია, მაგრამ ჩვენ ერთდროულად ვდგავართ გამოწვევების წინაშე როგორც ალიანსის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ანუ ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში, ასევე რუსეთისგან მომდინარე გამოწვევების წინაშე. ამ ყველაფრის პასუხად ჩვენ ”ცივი ომის” შემდეგ ყველაზე მასშტაბურ კოლექტიური თავდაცვის მექანიზმს ვიყენებთ. მათ შორისაა ნატოს ძალების მეტი წარმომადგენლობა ალიანსის აღმოსავლეთში, ამ ძალების შესაძლებლობების ზრდა და, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედებისთვის მათი მზაობა. ასევე კოლექტიური თავდაცვის ნაწილია ალიანსის აღმოსავლეთში მცირე ზომის შტატების შექმნა. ასე რომ, თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევებთან დასაპირისპირებლად ბევრს ვაკეთებთ”, – განმარტავს ნატოს გენერალური მდივანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები