როსტოვის 19 მარტის ავიაკატასტროფა პილოტების შეცდომის გამო მოხდა

გამოძიების ინფორმაციით, 19 მარტს რუსეთის ქალაქ დონის როსტოვში მომხდარი ავიაკატასტროფა პილოტების შეცდომის გამო მოხდა. ასეთი დასკვნა გამოიტანეს სახელმწიფოთაშორისო საავიაციო კომიტეტის ექსპერტებმა, რომლებიც გამოძიებას აწარმოებდნენ. ავტომატური ჩამწერების, ე.წ. შავი ყუთების გაშიფვრის შემდეგ დადგინდა, რომ პილოტებმა თვითმფრინავის უეცარი დაშვება დაიწყეს, ხოლო შემდეგ მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ექსპერტების აზრით, პილოტებმა ორიენტირი დაკარგეს, რაც ცუდი ამინდის პირობებში ხშირად ხდება.
შეგახსენებთ, რომ დონის როსტოვში კატასტროფა 19 მარტს მოხდა, დაშვებისას ავიალაინერი ჩამოვარდა, რომელიც დუბაიდან მოფრინავდა. მის ბორტზე მყოფი 62 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები დაიღუპნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები