შალვა რამიშვილის დაკითხვა დასრულდა – რას აცხადებს ჟურნალისტი

პროკურატურაში ჟურნალისტ შალვა რამიშვილის დაკითხვა დასრულდა. საგამოძიებო უწყებაში მას თითქმის ორი საათის განმავლობაში ჰკითხავდნენ.
როგორც დაკითხვის შემდეგ შალვა რამიშვილმა განაცხადა, მან პროკურატურას მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია მიაწოდა.
„საუბარი იყო ფაქტზე, თუ როგორ შევიტყვე იმის თაობაზე, რომ ქალბატონ სამხარაძეს გააჩნია რაღაც ჩანაწერი. მე დავასახელე პროკურატურაში ის პირი, ვისგანაც ეს შევიტყე. ამასთანავე, მე პროკურატურაში დავასახელე გიორგი ბახტაძე და თათია სამხარაძე, თუმცა დაიკითხებიან თუ არა ისინი, ამას პროკურატურა გადაწყვეტს“, – განაცხადა შალვა რამიშვილმა.
ამასთან, რამიშვილის თქმით, ის აპირებს პროკურატურას დამატებით მტკიცებულებებიც მიაწოდოს. კითხვაზე, ისაუბრა თუ არა მან დღეს პროკურატურაში თათია სამხარაძის მიერ მის წინააღმდეგ გაკეთებულ ბრალდებებზე, რამიშვილმა აღნიშნა, რომ მას ამაზე ყურადღება არ გაუმახვილებია. შალვა რამიშვილი პროკურატურაში ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა.
ცნობისთვის, მსახიობი თათია სამხარაძე აცხადებს, რომ შალვა რამიშვილის მხრიდან მის მიმართ სექსუალური ხასიათის შევიწროება ხორციელდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები