რამდენიმე დღეში რუსეთი – ნატოს საბჭოს სხდომა ჩატარდება

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დღეს განაცხადა, რომ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა ჩატარდება. ეს პირველი ამ ტიპის შეხვედრა იქნება რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის და აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან. მსგავსი სხდომები ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ ჩატარებულა.
როგორც სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ შეხვედრაზე სწორედ უკრაინის თემა იქნება უმთავრესი. კერძოდ კი, მინსკის შეთანხმებების საბოლოო შესრულება. მანამდე ნატო-რუსეთის საბჭოს მომავალი სხდომა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააანონსა, თუმცა ზუსტი თარიღი არც რუსეთის საგარეო პოლიტიკურ უწყებას არ დაუკონკრეტებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები