ირაკლი სესიაშვილი ვიდეოკადრების საქმეზე ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტს ეხმაურება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოკადრების საქმეზე შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტს უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი ეხმაურება.
დეპუტატი იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დამკვეთს დაადგენს.
მისი თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა სისტემური დანაშაულის ნიშნები, პოლიტიკური მოტივები, რომლითაც წინა წელისუფლება ცდილობდა ოპონენტებზე ბინძური მეთოდებით ზემოქმედებას.
“იმედს გამოვთქვამ, რომ გამოძიება მივა იმ დასკვნამდე და დაადგენს იმ პირებს, რომლებიც უშუალოდ უკვეთავდნენ აი ამ ბინძურ დანაშაულებს. სამწუხაროდ, ჩემთვის კიდევ ერთხელ დასტურდება სისტემური დანაშაულის ნიშნები, კიდევ ერთხელ დასტურდება წინა წელისუფლების პოლიტიკური მოტივები და იდეოლოგია, რომლებიც ცდილობდა ოპონენტებზე აი ამ ბინძური მეთოდებით ზემოქმედება განეხორციელებინა”, – განაცხადა სესიაშვილმა.