რუსეთმა უკრაინას ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი უშიშროების ოფიცერი გადასცა

რუსეთმა უკრაინას უშიშროების სამსახურის ვიცე-პოლკოვნიკი იური ივანჩენკო გადასცა, რომელიც რამდენიმე დღის წინ რუსეთში ჩავიდა. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ივანჩენკოს ჩასვლის მიზანი ჯაშუშობა იყო. მოსკოვი ირწმუნება, რომ ივანჩენკო სპეციალური ოპერაციის ჩასატარებლად უკრაინის უშიშროებამ და აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სამსახურმა მოამზადა. თავის მხრივ, უკრაინის უშიშროების სამსახური ამ ფაქტის შესწავლას გეგმავს. როგორც ამ უწყების ხელმძღვანელმა ვასილი გრიცაკმა განაცხადა, მათი თანამშრომელი რუსეთში ნებართვის გარეშე წავიდა. რუსული სპეცსამსახურების ინფორმაციით, ვინაიდან ივანჩენკოს მოქმედებას რუსეთის უსაფრთხოებისთვის ზიანი არ მიუყენებია, ის უკრაინაშია დეპორტირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები