რუსეთში ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ხუთი პირი დააკავეს

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ვოლგოგრადის ოლქში ტერორისტული აქტების მომზადებაში ეჭვმიტანილი ხუთი პირი დააკავა.
როგორც უშიშროების სამსახურში ჟურნალისტებს განუცხადეს, დაზუსტებით ცნობილია, რომ ერთ-ერთი დაკავებული „ისლამური სახელმწიფოსთვის“ მოხალისეებს „ავერბოვკებდა“. ჩხრეკის დროს დაკავებულებს საბრძოლო მასალები, ასაფეთქებელი მოწყობილობები, ასევე თვითნაკეთი ბომბის წარმოებისთვის აუცილებელი ელემენტები აღმოაჩნდათ. დაკავებულების ბინებიდან ექსტრემისტული ლიტერატურაც იყო ამოღებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები