რას აცხადებდა დაკავებამდე 4 დღით ადრე ვაჟა ლელუაშვილი
პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოკადრების საქმეზე დაკავებული კუდ-ის ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი ვაჟა ლელუაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს და ამტკიცებს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვებასთან და გავრცელებასთან კავშირი არ აქვს.
როგორც ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში დაკავებამდე 4 დღით ადრე ლელუაშვილმა განაცხადა, მას წარმოდგენა არ აქვს, ვის შეიძლებოდა კუდ-იდან ფარული ვიდეოკადრები გაეტანა.
„პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვებასთან და გავრცელებასთან კავშირი არ მაქვს. წარმოდგენა არ მაქვს, ვის შეიძლებოდა კუდ-იდან ეს კადრები გაეტანა. მე არასოდეს მქონია კადრებთან შეხება და, მით უმეტეს, არ გამივრცელებია. ბაზები სად არსებობდა, არ ვიცი, ჩემთან არ იყო. სამეგრელოში არსებულ კასრებზე კი წარმოდგენა არ მქონდა. ამაზე ვრცელი ინტერვიუ 4 წლის განმავლობაში არ მიმიცია. საერთოდ, ინტერვიუ არ მიმიცია“, -განაცხადა ლელუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ ფარული ვიდეოჩანაწერების საქმესთან დაკავშირებით 5 შსს-ს ყოფილი თანამდებობის პირი დააკავა.