ფარული ვიდეოკადრების საქმეზე დაკავებული მაღალჩინოსნები ბრალს არ აღიარებენ

პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების უკანონოდ მოპოვების ფაქტზე დაკავებული 5 პირი დანაშაულს არ აღიარებს. ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გამოძიებას ჰყავს მოწმეები, რომლებიც იძლევიან ჩვენებებს და ისინი უშუალოდ იყვნენ შემხებლობაში როგორც მასალის მოპოვებასთან, ასევე მონტაჟთან. კოკა კაციტაძის თქმით, მოწმეთა პასუხისმგებლობის საკითხი ამ ეტაპზე არ დგას. რაც შეეხება დაკავებულ 5 პირს, კაციტაძის ინფორმაციით, მათ საცხოვრებელ სახლებში ჩატარდა ჩხრეკა, თუმცა რისი ამოღება მოხდა ნივთმტკიცების სახით, კაციტაძემ ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები