სასწრაფოდ:  „კვირასთვის“  ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეზე დაკავებულთა ვინაობა  ცნობილია (ვიდეო)

„კვირასთვის“ ცნობილი გახდა, იმ პირთა ვინაობა, რომლებიც ფარული ჩანაწერების საქმეზე პროკურატურამ დააკავა. „კვირას“ ინფორმაციით, დაკავებული პირები შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები, მათ შორის:  შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი; ამავე დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რევაზ შიუკაშვილი; ამავე დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან ზაალიშვილი; შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი ყიფშიძე; შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების ყოფილი უფროსი ზურაბ პავლიაშვილი; პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი ყიფშიძე,   კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვაჟა ლელუაშვილი,  ზურაბ პავლიაშვილი,  კაციტაძე და შიუკაშვილი არიან.
„კვირას“ ინფორმაციით, აღნიშნული პირების მიერ ხდებოდა ფარული მიყურადება, თვალთვალი და ჩანაწერების გაკეთება.
გავრცელებული ინფორმაციით,  სამართალდამცველებმა  სავარაუდო  ეჭვმიტანილების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად,  კომპიუტერები და სხვა სახის ნივთები ამოიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები