მოლდაველი კოლეგების ვიზიტი სასაზღვრო პოლიციაში

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას მოლდავეთის რესპუბლიკის სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები ესტუმრნენ. სასაზღვრო პოლიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სტუმრებმა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის N3 სამმართველო (წითელი ხიდი) მოინახულეს, მესაზღვრეების მუშაობის სპეციფიკასა და ინფრასტრუქტურას გაეცნენ.
საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა მოლდავეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო კონტროლის სამმართველოს უფროსთან, პოლკოვნიკ სერგეი ტოდირაშთან, საზოგადოებრივი წესრიგისა და რეჟიმის დაცვის სამმართველოს უფროსთან, პოლკოვნიკ ვალერი ლუნგუსთან და დასავლეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის მოადგილესთან, მაიორ ანდრეი სლივინსკთან შეხვედრა გამართეს.
მხარეებმა ორი ქვეყნის სასაზღვრო უწყებების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ურთიერთობის გაღრმავებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები