„ნაციონალების“ მიმართ დოულის ფინანსური ვალდებულებების თაობაზე ევროსაბჭოს გამოძიების თხოვნით მიმართეს

„მემარცხენე ალიანსის” თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, არჩილ ბენიძე არ გამორიცხავს, რომ “ნაცმოძრაობას” „ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტ ჯოზეფ დოულზე მაკომპრომეტირებელი კადრები ჰქონდეს ჩაწერილი.
როგორც ბენიძემ “პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, “მემარცხენე ალიანსმა” მიმართა ევროსაბჭოს წარმომადგენლობას საქართველოში, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ ჯოზეფ დოულის ფინანსურ ვალდებულებებთან დაკავშირებით გამოძიება დაეწყო.
“უამრავი კითხვა დაისვა ჯოზეფ დოულის პოზიციასთან დაკავშირებით. სააგენტო World news-ის სტატიაში ნახსენებია, რომ შესაძლოა, დოული სკანდალში გაეხვიოს ანგარიშებთან დაკავშირებით. „ნაცმოძრაობისგან“ ფინანსდებოდა მათი პარტია, როდესაც ისინი არჩევნებში მონაწილეობდნენ – “ნაცმოძრაობის” შავი ფულები ირიცხებოდა “ევროპის სახალხო პარტიის” ანგარიშებზე”, – აღნიშნა ბენიძემ “პირველ პრესკლუბში”.
მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჯოზეფ დოულიც ფარულად ჩაწერილი ჰყავს.
“უამრავი კადრი არსებობს პოლიტიკოსებზე, რომლებიც “ნაცმოძრაობასთან” ერთად ერთ ნოტაზე მღერიან. უამრავი ვიდეომასალა შეიძლება მათ საერთაშორისო ორგანიზაციებზე, სხვადასხვა პარტიის თუ სახელმწიფო წარმომადგენლებზე ჰქონდეთ ჩაწერილი და მათზე შანტაჟს ახორციელებენ”, – განაცხადა არჩილ ბენიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები