თამარ კორძაია ქორწინების ცნების განსაზღვრებაზე: ეს არ არის ნომერ პირველი თემა

ფრაქცია “რესპუბლიკელების“ წევრი თამარ კორძაია უმრავლესობის იდეას, რომ კონსტიტუციაში ქორწინების ცნება განისაზღვროს, არ ეთანხმება. მისი თქმით, ქვეყანაში გაცილებთ მეტი პრობლემა არსებობს.
“საქართველოში ქალისა და მამაკაცის ურთიერთობას საფრთხე არ ემუქრება. ეს არ არის ნომერ პირველი თემა, დღეს საქართველოში გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხებია, რომელზეც პარლამენტმა, მთავრობამ ყურადღება უნდა გაამახვილოს – უფრო მნიშვნელოვანია სიღარიბის დაძლევა, დასაქმება, თუ თითოეულ მოქალაქეს ჰკითხავთ, რომელი საკითხი აწუხებს, ნომერ პირველი იქნება ის, რაც მე დავასახელე“, – განაცხადა კორძაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები