რუსეთის და შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ

11 აპრილს მოსკოვში შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი დიდიე ბურკხალტერი ჩავა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა. მისი თქმით, სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე საქართველოს საკითხი იქნება განხილული.
შეხვედრაზე საგარეო პოლიტიკური უწყებების ხელმძღვანელები განიხილავენ შვეიცარიის მანდატის საკითხს საქართველოში რუსეთის ინტერესების და რუსეთში საქართველოს ინტერესების მხრივ. განხილული იქნება ასევე რუსეთ-შვეიცარიის ორმხრივი ურთიერთობები“, – განაცხადა ზახაროვამ.
მისი თქმით, შეხვედრაზე ლავროვი და ბურკხალტერი სირიის კონფლიქტის თემას და ევროპული უსაფრთხოების სხვადასხვა საკითხსაც შეეხებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები