ვლადიმერ პუტინი ახალ ეროვნულ გვარდიას ქმნის

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ახალ ეროვნულ გვარდიას ქმნის, რომელიც ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ იბრძოლებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული უწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებისგან დაკომპლექტდება და მას პუტინის ყოფილი დაცვის წევრი, ვიქტორ ზოლოტოვი უხელმძღვანელებს. პუტინის განმარტებით, უწყების მთავარი მიზანი საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნება იქნება. თუმცა ოპოზიციური პარტიის ლიდერები მიიჩნევენ, რომ სამსახურის შექმნა პრეზიდენტმა იმიტომ გადაწყვიტა, რომ მას მომავალი არჩევნებისთვის არეულობის ეშინია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები